საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსნები უკრაინის მთავრობაში

არსენ ავაკოვი: ეკა ზღულაძე უკრაინაში თანამდებობას 15 დეკემბერს დაიკავებს

facebook.com/leshchenko.ukraine

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა პრეზიდენტს ეკა ზღულაძისთვის მოქალაქეობის მინიჭების შუამდგომლობით მიმართა. არსენ ავაკოვი ამ ინფორმაციას Facebook-ის საკუთარ გვერდზე აქვეყნებს.

მინისტრის ინფორმაციით, ზღულაძე უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას 15 დეკემბერს დაიკავებს.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე ეკა ზღულაძე საქართველოს ყოფილი მთავრობის მეორე მაღალჩინოსანია, რომელიც უკრაინაში მაღალ თანამდებობას დაიკავებს.

შეგახსენებთ, რომ 2 დეკემბერს უკრაინის უმაღლესმა რადამ საქართველოს ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ალექსანდრე კვიტაშვილი უკრაინის ჯანდაცვის მინისტრად დაამტკიცა.

კომენტარები