ლარის კურსის ცვლილება

კალაძე: დოლარის კურსის გამყარების ტენდენცია ბევრ ქვეყანაში შეინიშნება

ვიცეპრემიერ კახი კალაძის აზრით, დოლარის კურსის გამყარება ბევრ ქვეყანაში შეინიშნება, ხოლო მისი სუბიექტური აზრით, ეს შესაძლოა რუსეთში მიმდინარე ეკონომიკურ მოვლენებს უკავშირდებოდეს.

"დოლარის კურსის ცვლილება, გამყარების ტენდენცია შეინიშნება ბევრ ქვეყანაში. საქართველოც არ არის გამონაკლისი და ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორი რასაკვირველია, მე ვფიქრობ, ეს ჩემი სუბიექტური მოსაზრება არის, რუსეთში მიმდინარე ეკონომიკური მოვლენებია. ეს არის საერთაშორისო სანქციები და ზოგადად, მინდა გითხრათ, რომ ნებისმიერი ქვეყნის ფინანსები, შიდა, საბიუჯეტო მოვლენები და ფისკალური პოლიტიკა მიბმულია გლობალურად მიმდინარე პროცესებზე. ამიტომ თუ რა იქნება, როგორ გაგრძელდება მომავალში, მე გამიჭირდება პასუხის გაცემა, ეს დინამიკური პროცესია და ალბათ უმჯობესი იქნება კომენტარი ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობას ვთხოვოთ" - განაცხადა კალაძემ.

კომენტარები