შვედეთი

შვედეთის პრემიერმინისტრმა პარლამენტი დაითხოვა

Reuters

შვედეთის პრემიერმინისტრმა პარლამენტი დაითხოვა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დანიშნა. სამთავრობო კრიზისი მმართველი პარტიის - სოციალ-დემოკრატების მიერ ქვეყნის ბიუჯეტის დაბლოკვამ გამოიწვია. პარტიამ საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრებამდე ბიუჯეტის დამტკიცებაზე უარი თქვა, რის გამოც პრემიერმა ოქტომბერში ფორმირებული პარლამენტი დაითხოვა.

ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 2015 წლის 22 მარტს ჩატარდება. 

კომენტარები