ნეიმარის და მესის შეჯიბრი

აუდიმ მესი და ნეიმარი ბურთის კენწვლაში შეაჯიბრა

საფეხბურთო კლუბ ბარსელონას სპონსორმა, ავტომობილების მწარმოებელმა კომპანია აუდიმ, ლიონელ მესი და ნეიმარი ბურთის კენწვლაში შეაჯიბრა.

სამხრეთ ამერიკელებს ამოცანა ოდნავ გაურთულეს: ფეხბურთელებს მოცემული ჰქონდათ ერთი წუთი, რომლის განმავლობაში ბურთს რაც შეიძლება მეტჯერ უნდა შეხებოდნენ, რათა ის ენერგიით დაემუხტათ.

შეჯიბრების უმეტესი ნაწილის განმავლობაში, წინ ბრაზილიელი იყო, მაგრამ ბოლოს მესიმ მოუმატა და საბოლოოდ გამარჯვებულიც ის გახდა. ნეიმარმა 984 ვატი დააგროვა, მესიმ - 1004.

კომენტარები