პელე საავადმყოფოში

პელე საავადმყოფოს განსაკუთრებული ზრუნვის ბლოკში მოათავსეს

ფეხბურთის ლეგენდა პელე, საშარდე ინფექციის დიაგნოზით ბრაზილიის ერთ-ერთი საავადმყოფოს "განსაკუთრებული ზრუნვის" ბლოკში მოათავსეს, ამის შესახებ AP იტყობინება.

74 წლის ყოფილი ფეხბურთელი ალბერტ აინშტაინის საავადმყოფოში ორშაბათს გადაიყვანეს, მაგრამ მას მერე, რაც მისი მდგომარეობა არასტაბილური გახდა, "განსაკუთრებული ზრუნვის" ბლოკში მოათავსეს. საშარდე ინფექციას ექიმები ანტიბიოტიკებით მკურნალობენ.

აღსანიშნავია, რომ პელე ამავე საავადმყოფოში 15 დღის წინათ იმყოფებოდა, როდესაც მას თირკმლებიდან კენჭების მოშორების ოპერაცია გაუკეთეს.

დეილი მეილის ინფორმაციით, ფეხბურთის ლეგენდას სახლში რამდენიმე დღეში გაწერენ.

 

კომენტარები