აგვისტოს ომის გამოძიება

უტიაშვილი: 2008 წლის ომზე მიმდინარე გამოძიება არის სამშობლოს ღალატი

ორწლიანი ყოყმანის შემდეგ ოცნებამ დაიწყო გამოძიება, რომლის მიზანია დაამტკიცოს, რომ ოსებისა და რუსების წინააღმდეგ ქართულმა არმიამ სამხედრო დანაშაული ჩაიდინა. ქართველების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული ცხადია, არავის აინტერესებს. ვფიქრობ, რომ ეს გამოძიება არის სამშობლოს ღალატი და ყველა ადამიანი, მიუხედავად დაკავებული თანამდებობისა, ვინც მასში მონაწილეობს, უნდა გასამართლდეს სამშობლოს ღალატის ბრალდებით.

განაცხადა შსს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილმა დირექტორმა შოთა უტიაშვილმა ინფორმაციაზე, რომ 2008 წლის ომთან დაკავშირებით, გენოციდისა და ჰუმანიტარული სამართლის ნორმების დარღვევის ბრალდებით გამოძიება მიმდინარეობს. ადვოკატ ოთარ კახიძის ვარაუდით, სწორედ ამ თემაზე კითხავენ მიხეილ სააკაშვილის ყოფილ პირად ოპერატორს თამაზ შავშიაშვილს.

კომენტარები