კახა ბენდუქიძე

პოროშენკო: ბენდუქიძე ცვლილებების მამოძრავებელ ძალად დარჩება მილიონებისთვის

tabula.ge

უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო facebook-ზე კახა ბენდუქიძის გარდაცვალებას ეხმაურება და მის ახლობლებს სამძიმარს უცხადებს.

"უკრაინელი ხალხის სახელით ვუცხადებ სამძიმარს კახა ბენდუქიძის ახლობლებსა და მეგობრებს, ასევე იმ მილიონებს, ვისთვისაც ის იყო და დარჩება ცვლილებების მამოძრავებლ ძალად", - განაცხადა პოროშენკომ.

ცნობილი რეფორმატორი, ცოდნის ფონდის დამფუძნებელი, თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, ეკონომიკის ყოფილი მინისტრი კახა ბენდუქიძე 58 წლის ასაკში, ლონდონში გარდაიცვალა. მან გულის ოპერაცია გაიკეთა და გარდაცვალების სავარაუდო მიზეზიც სწორედ გულის უკმარისობა გახდა.

კომენტარები