თავისუფალი დემოკრატების წევრი ნინო გოგუაძე მიიჩნევს, რომ საპარლამენტო უმრავლესობის გადასაწყვეტია, გადააყენებენ თუ არა ვიცესპიკერის პოსტიდან ზურაბ აბაშიძეს. თუმცა, ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება.
"ჩვენ, თავისუფალი დემოკრატები თანამდებობებს ნამდვილად არ ვეკიდებით. უმრავლესობას აქვს სათანადო ხმები და მათი პოლიტიკური ნებაა - უნდათ გადააყენონ, უნდათ დატოვონ. ეს მათი არჩევანია. ოღონდ ეს, რა თქმა უნდა, იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება", - თქვა გოგუაძემ.
აღსანიშნავია, რომ ფრაქცია თავისუფალმა დემოკრატებმა საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა. პარლამენტში 4 თანამდებობა სწორედ ამ ფრაქციის წარმომადგენლებს უკავიათ - 3 კომიტეტის თავმჯდომარეა, ხოლო ერთი - ვიცესპიკერი.





