თავისუფალი დემოკრატები 15 ნოემბრის აქციაში მონაწილეობას არ მიიღებენ

თავისუფალი დემოკრატები 15 ნოემბრის აქციაში მონაწილეობას არ აპირებენ. თავისუფალი დემოკრატების წევრი ვიქტორ დოლიძე პარტიის ნაციონალურ მოძრაობასთან კავშირს გამორიცხავს და ამბობს, რომ მათი ერთმანეთთან გაიგივება არაკორექტულია.

"ჩვენ ფუნდამენტური განსხვავებები გვაქვს ღირებულებითი, მე ვიტყოდი, ნაციონალურ მოძრაობასთან და ვინ თუ არა თავისუფალმა დემოკატებმა ძალიან საწყის ეტაპზე დაიწყეს ბრძოლა სწორედ იმ რეჟიმის წინააღმდეგ, რომელსაც წარმოადგენდა მიხეილ სააკაშვილი პირადად და ერთიანი ნაციონალური მოძრაობა. ამიტომ, ამის გაიგივება ნაციონალურ მოძრაობასთან, არაკორექტული და ამორალური იქნება ელემენტარულად. 15 ნოემბერს რაც შეეხება, თავისუფალი დემოკრატების და ნაციონალური მოძრაობის ერთად აქციაზე გამოჩენა რა გითხრათ, მე მგონი, სასაცილოც არის", - განაცხადა დოლიძემ დღევანდელ ბრიფინგზე.

კომენტარები