კრიზისი მმართველ გუნდში

ფანჯიკიძე წულუკიანზე: ყველამ თავისი არჩევანი გააკეთა, ღმერთმა ხელი მოუმართოს

საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი მაია ფანჯიკიძე იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. მისი თქმით, წულუკიანს პარტიის წევრობა შეჩერებული ჰქონდა.

"მას შეჩერებული ჰქონდა პარტიის წევრობა. ყველამ თავისი არჩევანი გააკეთა. მე რა უნდა ვთქვა, ღმერთმა ხელი მოუმართოს ყველას" - განაცხადა ფანჯიკიძემ.

შეგახსენებთ, რომ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა თანამდებობაზე დარჩენის გადაწყვეტილება მიიღო. მანამდე კი მაია ფანჯიკიძემ და მისმა გუნდმა თანამდებობები დატოვეს მას შემდეგ, რაც პრემიერმა ირაკლია ალასანია თავდაცვის მინისტრის პოსტიდან გადააყენა. პრემიერის განცხადების შემდეგ თანამდებობა ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმაც დატოვა.

კომენტარები