ევროპარლამენტი

ჯაფარიძე ევროპარლამენტში EPP-ს გამოსვლაზე: ეს მხოლოდ განცხადებებია

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის გუშინდელ სხდომაზე ევროპის სახალხო პარტიის მიერ გაკეთებულ განცხადებებს საქართველოში პოლიტიკურ დევნასთან დაკავშირებით, "მხოლოდ განცხადებებად" მიიჩნევს. მისი აზრით, ეს ხელს არ შეუშლის ევროპარლამენტის მიერ ასოცირების შეთანხმების რატიფიცირების პროცესს.

"ეს არის კონკრეტული მოსაზრებები კონკრეტული პიროვნებების, ეს არის საკმაოდ დინამიური პროცესი, მწვავე კიდეც, ისმის კითხვები, ეს არის მხოლოდ განცხადებები, შეიძლება მწვავე, მაგრამ მთლიანობაში, ეს არ შეუშლის ხელს ასოცირების შეთანხმების რატიცირების პროცესს", - აცხადებს ჯაფარიძე.

ცნობისთვის, ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე, სადაც მოხსენებით ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში, ჰერბერტ სალბერი გამოდიოდა, სახალხო პარტიის დეპუტატებმა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირების წინ, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებისგან პოლიტიკური დევნის შეწყვეტა მოითხოვეს.

კომენტარები