შინაგან საქმეთა სამინისტრო

შსს: მცხეთის მიმართულებით მოძრაობა შეზღუდულია

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
RFE/RL

შსს-ს ცნობით, 14 ოქტომბერს სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე მიმავალი ავტომანქანების შეუფერხებელი და უსაფრთხო მოძრაობის უზრუნველყოფის მიზნით დილის 07:00 საათიდან მცხეთის მიმართულებით თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის მე-19 კმ ჩაიკეტა. დღესასწაულზე ქალაქ მცხეთაში წასვლის მსურველებს მუნიციპალური ტრანსპორტი მოემსახურება. ავტობუსები მცხეთის მიმართულებით დიდუბის ავტოსადგურიდან იმოძრავებენ. 14 ოქტომბერს ქალაქ მცხეთაში სხვა სახის ტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება.

კომენტარები