ინციდენტი სოფელ ციხისძირში

ადგილობრივები: ტყიდან შეშის გატანისთვის დაჯარიმების გამო მამაკაცმა თავი მოიკლა

greenalt.org

ციხისძირში ებრალიძეების ოჯახში მამაკაცმა თავი მას შემდეგ მოიკლა, რაც მისი შვილი ტყიდან რამდენიმე კუბური მეტრი ხმელი შეშის გამოტანის გამო 1500 ლარით დააჯარიმეს. 

როგორც სოფელში ამბობენ, მუნიციპალიტეტი მათ ტყიდან შეშის სახლში მიტანის უფლებას არ აძლევს. მათივე მტკიცებით, ტრაგედიის შემდეგ შეზღუდვები შემცირდა, თუმცა ადგილი, საიდანაც ხის მოჭრა ნებადართულია მიუდგომელია და იქიდან შეშის გამოტანა შეუძლებელია.

დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის გიზო ჩოხელის განმარტებით, ებრალიძეების ოჯახი არ დაუჯარიმებიათ, მათ მხოლოდ გაფრთხილება მისცეს. ებრალიძეებისთვის ჯარიმის გამოწერის ფაქტს არც გარემოს დაცვის სამინისტროში ადასტურებენ.

ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის ლევან ტაბუცაძის თქმით, მუნიციპალიტეტში ხუტი ტყეკაპია, საიდანაც 4500 კუბურ მეტრამდე ხეებია დანომრილი, რომელთა მოჭრის უფლებაც მოსახლეობას სპეციალური ბილეთის აღების შემდეგ აქვს.

სოფელ ციხისძირში მომხდარი ინციდენტის გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარები