ნობელიანტები 2014

მედიცინის დარგში ნობელის ლაურეატი 3 მეცნიერი გახდა

NTNU

ნობელის ლაურეატები ფიზიოლოგიისა და მედიცინის დარგში გახდნენ - ბრიტანელი მკვლევარი ჯონ ო'კიფი, მეუ-ბრიტ მოზერი და ედვარდ მოზერი. მათ ტვინის GPS სისტემა აღმოაჩინეს. კერძოდ, ის, თუ როგორ იგებს ტვინი, სად ვართ და როგორ ორიენტირდება ერთი ადგილიდან მეორეზე.

ზემოაღნიშნული აღმოჩენით შესაძლოა, აიხსნას, რატომ ვერ აღიქვამენ ალცჰაიმერით დაავადებულები გარემოს.

"აღმოჩენამ გადაჭრა პრობლემა, რომელიც ფილოსოფოსებსა და მეცნიერებს საუკუნეების განმავლობაში აწუხებდათ", - აღნიშნავს ნობელის ასამბლეა.

კომენტარები