ნორვეგიის ყოფილი პრემიერი იენს სტოლტენბერგი NATO-ს გენერალური მდივნის თანამდებობაზე მუშაობას ოთხშაბათს, 1-ლი ოქტომბრიდან ოფიციალურად შეუდგება და ჩრდილოალტანტიკურ საბჭოში პირველ შეხვედრას დღესვე გამართავს.
ანდერს ფოგ რასმუსენის ვადა გენერალური მდივნის პოსტზე 5-წლიანი მუშაობის შემდეგ სამშაბათს, 30 სექტემბერს ამოიწურა.
იენს სტოლტენბერგი ნორვეგიის პრემიერმინისტრის თანამდებობას 2000-2001 და 2005-2013 წლებში იკავებდა.
NATO-ს ახალი გენერალური მდივანი