სააკაშვილის ქონება

ღარიბაშვილი: სააკაშვილი წარსულის ექსპონატია

IRAKLI GARIBASHVILI OFFICIAL/FACEBOOK.COM

"ძალიან კარგი, თუ დაუყადაღეს",  - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტების კითხვას ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილს ოჯახის ქონების დაყადაღების შესახებ.  მისი თქმთ, მას ამ თემაზე კომანტარის გაკეთება არ სურს. "მიხეილ სააკაშვილი არის წარსულის ექსპონატი და მე არ მინდა მასზე ვილაპარაკო", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. მიხეილ სააკაშვილზე შეკითხვა ღარიბაშვილს ჟურნალისტებმა გარდაბანში დაუსვეს, სადაც სასათბურე მეურნეობის პროექტის პრეზენტაციას დაესწრო.

შეგახსენებთ, დღეს ცნობილი გახდა, რომ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ქონება დაყადაღებულია. გამოძიებამ დააყადაღა მეუღლის - სანდრა რულოვსის, დედისა და ბებიის ქონებაც.

საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებით, "რადგან ბრალდებული მიხეილ სააკაშვილი თავს არიდებს გამოძიებას, არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ მოსალოდნელი ქონებრივი პასუხისმგებლობისგან თავის არიდების მიზნით, იგი გაასხვისებდა ან სხვაგვარად გადამალავდა მისი და მასთან დაკავშირებული პირების სახელზე რიცხულ ქონებას".

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბრის საქმეზე წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. პროკურატურამ მასზე ქვეყნის შიდა ძებნა აგვისტოში გამოაცხადა. სააკაშვილს კიდევ 2 ბრალი ვალერი გელაშვილის ცემის საქმესა და ბიუჯეტის თანხების არამიზნობრივად ხარჯვისთვის წარედგინა.  

კომენტარები