სააკაშვილის ქონება

სანდრა რულოვსი: ჩემი ბინის დაყადაღება მიუღებელია

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მეუღლე სანდრა რულოვსი მისი ოჯახის ქონების დაყადაღებას Facebook-ის საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა. მან მისი ოჯახის სახსრებით ნაყიდი ბინის დაყადაღბას მიუღებელი უწოდა.

"დღეს გავიგე ქონების დაყადაღების შესახებ. იმ სიაში ჩემი ბინაც არის, სადაც მიშას პრეზიდენტობამდე ვცხოვრობდით და მერეც, ისევ ვცხოვრობთ. 20 წლის წინ, როცა გავთხოვდი, მამაჩემმა ბინა მაჩუქა პეროვსკაიაზე, გავყიდე 3-ჯერ ძვირად, მერე საბურთალოზე გადავედით. მერე ისევ გავყიდე და გადავედით ბარნოვზე. ეს იყო 2002 წელს. ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის ყველანაირად მიუღებელია, რომ საუბარი იყოს ამ ჩემს ბინაზე!", - წერს სანდრა რულოფსი.

კომენტარები