დაპირისპირება ჭიდაობის ფედერაციაში

რამაზ ნოზაძე: კურტანიძე ვერ ასრულებს მოვალეობებს და უნდა გადადგეს

www.wrestlingarena.info

მოქმედი და ვეტერანი მოჭიდავეები ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტს, ლუკა კურტანიძეს უპირისპირდებიან და რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების გამართვას ითხოვენ.

შეგახსენებთ, რომ კურტანიძემ ბერძნულ-რომაული და თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ყველა მწვრთნელი გაათავისუფლა, რის შემდეგაც დღეს, ჭიდავეებმა ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტს, სამუშაო კაბინეტის კარი აუჭედეს.

მოჭიდავეთა უკმაყოფილებას გამოეხმაურა 2004 წლის ათენის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედალოსანი, ევროპის ორგზის და მსოფლიოს ჩემპიონი რამაზ ნოზაძე. ვეტერანის თქმით, კურტანიძე არ არის პრეზიდენტობისთვის შესაფერისი და უნდა დატოვოს თანამდებობა.

"ეს პიროვნება არ არის საპრეიზდენტო. ის ჩვენი თავი არ არის, რომელსაც შეუძლია რომ წაიყვანოს და გაუძღვეს ჩვენს სტილს. ის ძალიან სუსტია, არ გააჩნია ორგანიზების ნიჭი, არ შეუძლია ბიჭებთან ურთიერთობა და ვერ ასრულებს მოვალეობებს. ჩემი პირადი აზრია, რომ ის პრეზიდენტობიდან უნდა გადადგეს," - განაცხადა რამაზ ნოზაძემ.

შეგახსენებთ, რომ წელს ბერძნულ-რომაული და თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ორივე ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე მხოლოდ 3, ხოლო მსოფლიოს პირველობაზე 1 მედლის მოპოვება შეძლო.

კომენტარები