მონეტარული პოლიტიკა

რუსული რუბლი უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შედეგად რეკორდულად გაიაფდა

Ilya Pitalev / RIA Novosti

რუსული რუბლი აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შედეგად რეკორდულად გაიაფდა. 

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი უკრაინაში საკუთარი ჯარების შეყვანას უარყოფს, რუსული რუბლი გაზრდილი გეოპოლიტიკური რისკის გამო გაუფასურდა და რეკორდულად დაბალ მაჩვენებელს მიაღწია. ხუთშაბათს 1 ამერიკული დოლარის ფასი 37.02 რუბლი დაფიქსირდა. იმავე მაჩვენებელს რუბლმა 2014 წლის მარტში, ყირიმის ანექსიის შედეგად მიაღწია. 

გაუფასურებულია უკრაინული გრივნაც, თუმცა ვალუტამ ინტერვენციის შემდეგ გამყარება დაიწყო და 14-ის ნაცვლად დოლარი 13.49 გრივნად იყიდება. 

კომენტარები