ვითარება უკრაინაში

უკრაინის პრეზიდენტმა უკრაინის რადას ვადამდე დათხოვნის გადაწყვეტილება მიიღო

www.telegraph.co.uk

უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ უკრაინის რადას ვადამდე დათხოვნის გადაწყვეტილება მიიღო.

პოროშენკომ სპეციალური მიმართვა გაავრცელა, სადაც განაცხადა, რომ უმაღლეს რადაში არიან ადამიანები, რომლებიც სეპარატისტებს უჭერენ მხარს და წმენდა უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოსგან უნდა დაიწყოს.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, რადას ზოგიერთი წევრი თუ არ არის სეპარატისტებისა და ბოევიკების პირდაპირი დამფინანსებელი, მათი მხარდამჭერია.

პეტრო პოროშენკო მიიჩნევს, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები არ იყო სამართლიანი და დემოკრატიული. უკრაინის პრეზიდენტმა რადას ვადამდელი არჩევნები 2014 წლის 26 ოქტომბრისთვის დანიშნა.

კომენტარები