NDI-ის კვლევა

NDI: NATO-ში გაწევრიანება ნაკლებად მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხია

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ბოლო კვლევის მიხედვით, გამოკითხულთათვის ნაკლებად მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხები NATO-ში გაწევრიანება და რუსეთთან ურთიერთობაა. აღსანიშნავია, რომ ამის პარალელურად, NDI-ის რესპონდენტებისთვის, ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხი, სამუშაო ადგილების შემდეგ, ტერიტორიული მთლიანობაა.

ამასთან, კვლევაში მონაწილეები ყველაზე უმნიშვნელოდ მიიჩნევენ უმცირესობების უფლებებს, მედიის დამოუკიდებლობას, ციხეებს, კრიმინალს, ევროკავშირში გაწევრიანებას, კორუფციას, სამართლიან არჩევნებს, საკუთრების უფლებას, სასამართლო სისტემას, სიტყვის თავისუფლებას, განათლებას, ხელფასებს, ადამიანის უფლებებს და ინფლაციას, ხოლო ყველაზე მნიშვნელოვნად - სამუშაო ადგილებს, სიღარიბეს, პენსიებს და ხელმისაწვდომ სამედიცინო მომსახურებას.

NDI-მ საველე სამუშაოები 2014 წლის 23 ივლისი-7 აგვისტოს პერიოდში ჩაატარა. ქვეყნის მასშტაბით გამოკითხულია 3338 ადამიანი. საშუალო ცდომილების ზღვარია +-2.9%.

კომენტარები