IPM-ის კვლევა

IPM: მოსახლეობაში უსაფრთხოების განცდა 2012 წელთან შედარებით გაუარესდა

IPM კვლევა - უსაფრთხოება
IPM

კომპანია IPM-მა ქვეყანაში კრიმინოგენური მდგომარეობის შესახებ მოქალაქეთა (18+) აზრი იკვლია. კვლევის ფარგლებში 1100 რესპონდენტი პირისპირ ინტერვიუს მეთოდით გამოიკითხა.

"რესპონდენტების შეფასება საკუთარ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, თუ 2012 წელს, რესპონდენტების 10% არ გრძნობდა თავს უსაფრთხოდ, 2013 წელს ასეთი რესპონდენტების რაოდენობამ 15%, ხოლო 2014 წელს 19.5% შეადგინა", - ნათქვამია კვლევაში.

კვლევა ტაბულას კომპანიამ პარტნიორობის ფაგლებში მოაწოდა.

კომენტარები