IPM-ის კვლევა

IPM: პატრულისადმი უნდობლობა გაიზარდა 2012 წელთან შედარებით

IPM კვლევა
IPM

კომპანია IPM-მა ქვეყანაში კრიმინოგენური მდგომარეობის შესახებ მოქალაქეთა (18+) აზრი იკვლია. კვლევის ფარგლებში 1100 რესპონდენტი პირისპირ ინტერვიუს მეთოდით გამოიკითხა.

"თუ შევაფასებთ პატრულის მიმართ მოსახლეობის ნდობის ცვლილებას ბოლო 3 წლის განმავლობაში, ვნახავთ, რომ არის ნდობის დონის კლების დინამიკა, კერძოდ კი, თუ 2012 წელს მოსახლეობის 12% არ ენდობოდა პატრულს, 2014 წელს ამ მაჩვენებელმა 18%-ს მიაღწია", - ნათქვამია კვლევაში.

საქართველოს მოსახლეობა კრიმინალურ მდგომარეობას ქვეყანაში შემდეგნაირად აფასებს: რესპონდენტების 28% მიიჩნევს, რომ ქვეყანაში კრიმინალური მდგომარეობა გაუარესდა, 51% მიიჩნევს, რომ ამ მიმართულებით არაფერი შეცვლილა, ხოლო 21%-ის აზრით, სიტუაცია გაუმჯობესდა.

კვლევა ტაბულას კომპანიამ პარტნიორობის ფა
გლებში მოაწოდა.

კომენტარები