IPM-ის კვლევა

IPM: მოქალაქეთა რიცხვი, ვისაც ქურდობა შეეხო, 2012 წელთან შედარებით გაორმაგდა

IPM-ის კვლევა - ქურდობა
IPM

კომპანია IPM-მა ქვეყანაში კრიმინოგენური მდგომარეობის შესახებ მოქალაქეთა (18+) აზრი იკვლია. კვლევის ფარგლებში 1100 რესპონდენტი პირისპირ ინტერვიუს მეთოდით გამოიკითხა.

"გაუარესების დინამიკა შეინიშნება 2014 წელს, 2013 და 2012 წლის მონაცემებთან შედარებით ქურდობასთან დაკავშირებით, კერძოდ, თუ 2012 და 2013 წლებში რესპონდენტების 5% ამბობდა, რომ ქურდობის ფაქტი შეეხოთ მათ ან მათი ოჯახის წევრებს, 2014 წელს მსგავსი რესპონდენტების რაოდენობამ 10% შეადგინა", - ნათქვამია კვლევაში.

კვლევა ტაბულას კომპანიამ პარტნიორობის ფაგლებში მოაწოდა.

კომენტარები