ივლისსა და აგვისტოში თბილისი-მახინჯაურის მატარებლით მგზავრობისთვის საქართველოს რკინიგზამ ახალი ტარიფი დააწესა. გასული ათი თვის ფასთან შედარებით, მგზავრობის საფასური გაზრდილია. როგორც საქართველოს რკინიგზაში ტაბულას განუმარტეს, ფასი არ გაზრდილა და მხოლოდ ორი თვით დაბრუნდა 2010 წელს არსებული ტარიფი. დაჩი ცაგურიას თქმით, 10 თვის განმავლობაში მგზავრები ფასდაკლებით სარგებლობდნენ, ხოლო ივლისსა და აგვისტოში ძველი ფასით იმგზავრებენ. ტაბულას კითხვას, თუ რამ გამოიწვია ძველი ფასის დაბრუნება ზაფხულში, როცა მგზავრების ნაკადი იზრდება, დაჩი ცაგურია პასუხობს, რომ 100%-იანი გაყიდვის დროს არც ერთი კომპანია არ აკეთებს ფასდაკლებას.
tbl.ge/j5a
დაკოპირდა
ამავე თემაზე
- საქალაქთაშორისო მგზავრობა 8 ივნისიდან აღდგება
- კალაძე: გაისად დამატებით 100 ახალ ავტობუსს შევიძენთ
- რომლებია მსოფლიოს საუკეთესო ქალაქები ველოსიპედისტებისთვის
- კალაძე: ჰოლანდიის და თბილისის "შტაბკვარწირებმა" ტაქსების ფერზე გამოკითხვა ერთმანეთში ატარონ
- რატომ გაძვირდება ტაქსით სარგებლობა - სექტორის რეგულირების მოსალოდნელი შედეგები




