ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციამ (FIDE) რუსეთის ჭადრაკის ფედერაციას (РФШ) უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქმიანობის გამო წევრობა სამი წლით შეუჩერა. ამის შესახებ ფედერაციის პრესსამსახურმა განაცხადა.
ორგანიზაციამ რუსეთის ფედერაციის წევრობის შეჩერების გადაწყვეტილება 2029 წლის ივნისამდე მიიღო, რადგან მან სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოს (CAS) მოთხოვნები არ შეასრულა.
სასამართლომ რუსეთის ჭადრაკის ფედერაციას დაავალა შეეწყვიტა ნებისმიერი საქმიანობა ყირიმის, ლუგანსკის, დონეცკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ამისთვის სასამართლომ 90-დღიანი ვადა მისცა, რომელიც 9 ივნისს ამოიწურა.
სანქციები მხოლოდ რუსეთის ჭადრაკის ფედერაციას ეხება, ხოლო რუსი მოჭადრაკეების საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობის უფლება FIDE-ს სპეციალური რეგულაციების ქვეშ მიეცემათ.




