ასოცირების შეთანხმება

ასოცირების შეთანხმების რატიფიცირების საკითხზე საკომიტეტო მოსმენები გაიმართება

ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებასთან დაკავშირებით დღეს პარლამენტში საკომიტეტო მოსმენები გაიმართება. საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის თქმით, ხვალ, ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირების დღეს, ის იქნება მთავარი მომხსენებელი.

"ყველა ის საკითხი, რომელიც დეპუტატებს აინტერესებთ, იქნება დასმული. ჩემთან ერთად იქნებიან იმ უწყებების მინისტრების მოადგილეები, რომელბიც მონაწილეობდნენ ამ პროცესში. ისინი გასცემენ დეტალურად პასუხებს დეპუტატების კითხვებს. ხოლო ჩემი მოხსენება იქნება პოლიტიკური ხასიათის", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

მისივე თქმით, ევროკავშირი ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაციას და სპეციალურად ამ დღისთვის საქართველოში ჩამოდის ევროკომისარი გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულე. ფულე დაესწრება რატიფიცირების საზეიმო ნაწილს და შემდეგ პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოვა. როგორც ფანჯიკიძემ აღნიშნა, ფულეს გარდა საქართველოში ჩამოვლენ და ამ ღონისძიებას დაესწრებიან ბულგრეთისა და ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრები. 

კომენტარები