ასოცირების შეთანხმება

პარლამენტი ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებას 18 ივლისს მოახდენს

საქართველოს პარლამენტი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაციაზე 18 ივლისს იმსჯელებს. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა პოლონეთის რესპუბლიკის სენატის მარშალ ბოგდან ბორუსევიჩთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევის თხოვნით პრეზიდენტს უახლოეს დღეებში მიმართავს. 

 "საქართველო ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაციას გეგმავს 18 ივლისს. ამისთვის სპეციალურად მოვიწვევთ საგანგებო სესიას, რადგან ახლა პარლამენტი არ მუშაობს. სარატიფიკაციო ტექსტს მთავრობა მაქსიმუმ ხვალ გამოგზავნის პარლამენტში. მომავალი კვირის განმავლობაში, 15-17 ივლისს დაიგეგმება საკომიტეტო მოსმენები, ხოლო 18 ივლისს მოხდება რატიფიკაცია", - განაცხადა უსუფაშვილმა.
 
საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას ხელი 27 ივნისს მოაწერა.

კომენტარები