2011 წლის სექტემბერში Google-მა გამოაქვეყნა ავიაბილეთების საძიებო სისტემა, რომელიც ჯერ კიდევ ფორმირების პროცესში იმყოფებოდა. მოგვიანებით, 2012 წლის დეკემბერში, ტექნოლოგიების გიგანტმა საზოგადოებას წარუდგინა Flight Explorer, რაც მომხმარებელს ბილეთების ფასების ნახვის საშუალებას აძლევს მთელი წლის მანძილზე - შესაბამისად, დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ ნახონ ფასების მერყეობა სეზონების მიხედვით და შეარჩიონ მათთვის ყველაზე ხელსაყრელი შემოთავაზება.
აღსანიშნავია, რომ ავიაბილეთების საძიებო სისტემამ Google Maps-ის ტექნოლოგიის ინტეგრირება მოახერხა საკუთარ ფუნქციონალში, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს მსოფლიო რუკაზე მონიშნოს ქალაქი, სადაც იმყოფება და სასურველი მიმართულება. ყოველი ქალაქის სახელწოდების ქვეშ მითითებულია ავიარეისების განრიგი.
2014 წლის ივნისში Google-მა საძიებო სისტემა კიდევ უფრო დახვეწა - მომხმარებელს გააცნო ახალი ფუნქციები, რაც დაგეგმილი ფრენების ნახვის საშუალებას იძლევა ნებისმიერი თარიღის მიხედვით.
კომპანიამ საძიებო სისტემას ცნობილი I'm Feeling Lucky ღილაკიც დაამატა თავგადასავლების მოყვარული მგზავრებისთვის.
Google-ის მომსახურებით ყველა კმაყოფილი როდია. 2010 წელს, ITA-ს პროგრამული პაკეტის შეძენის შემდეგ $700-ად, ონლაინ სამგზავრო საიტებმა Google-ის წინააღმდეგ დაიწყეს ანტიალიანსების ჩამოყალიბება და ითხოვდნენ სამართლიანი საძიებო სისტემის დამკვიდრებას Google-ისგან. მათი არგუმენტი ემყარებოდა ფაქტს, რომ Google-ის საძიებო სისტემა ბევრად უფრო სწრაფია, ვიდრე მათი, რაც, ფაქტობრივად, მომსახურების ყველაზე დიდი სარგებელია.
მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად ყურადღება გადატანილია Google-ის სათვალეებზე, Google აუმჯობესებს თავის ფრენების საძიებო სისტემას და ამ მიმართულებით კონკურენტი კომპანიების შესყიდვის ხარჯზე აფართოებს მომსახურების არეალს.





