ენმ-ის განცხადება

ჭიაბერაშვილი: ცესკო-მ ამომრჩეველთა სიის შესასწორებლად ღონისძიებები არ გაატარა

ცესკო-ს 15 ივნისის ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე ამომრჩეველთა სიაში დაფიქსირებული ხარვეზების შესასწორებლად ღონისძიებები არ გაუტარებია, - ამის შესახებ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე თქვა.

როგორც ჭიაბერაშვილი ამბობს, იმის მიუხედავად, რომ ათეულობით ხარვეზის შესახებ უწყებათაშორის კომისიას არჩევნების დღესვე ეცნობა, პირები, რომლებმაც თავისი ხმის უფლებით ვერ ისარგებლეს, ამომრჩეველთა სიაში კვლავ არ არიან.

„განსაკუთრებულ შეშფოთებას თბილისში ამომრჩეველთა სიის პრობლემა იწვევს“, - ამბობს ჭიაბერაშვილი.  

ჭიაბერაშვილის ინფორმაციით, არჩევნების დღეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ცხელ ხაზზე თბილისიდან ასეულობით ზარი დაფიქსირდა. მისი თქმით, ანალოგიური პრობლემა ბევრ საარჩენო ოლქში გამოვლინდა.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ცესკო-ს მიმართავს, რომ განმარტოს, გამოვლენილი პრობლემის მოგვარება დღემდე რატომ ვერ მოხერხდა და უამრავი ადამიანი ადგილობრივი არჩენების მეორე ტურში სასურველ კანდიდატს ხმას როგორ მისცემს. 

კომენტარები