2014 წლის 13 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით პერიოდში, ყველაზე მეტი ფულადი შემოწირულობა ქართულმა ოცნებამ და საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა მიიღეს. პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის ცნობით, პარტიამ - ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო შემოწირულობის სახით 243 022 ლარი მიიღო, საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა კი, 51 008 ლარი.
შემოწირულობის ოდენობით მესამე ადგილზეა ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, რომელმაც 13-30 ივნისის პერიოდში 24 020 ლარი მიიღო. შემდეგია, ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა - 8 731 ლარი, საქართველოს გზა – 6 900 ლარი, ხალხის პარტია – 1 000 ლარი, დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველო – 300 ლარი, მწვანეთა პარტია - 90 ლარი.
სულ პარტიების შემოწირულობებმა აღნიშნულ პერიოდში 335 071 ლარი შეადგინა.