ილია II: საქართველომ უნდა აჩვენოს ევროპას ჩვენი უძველესი კულტურა

თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პრეზიდენტო, თქვენო აღმატებულებავ, პრემიერ-მინისტრო, ქალბატონებო და ბატონებო, დღეს არის ბედნიერი დღე. სრულიად საქართველო და ყოველნი ქართველნი ზეიმობენ დღევანდელ დღეს. ჩვენ, როგორც არასდროს, ვუახლოვდებით ევროპის კულტურას, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველოსთვის ეს არის არამარტო დიდი პატივი, არამედ დიდი პასუხისმგებლობა. საქართველომ უნდა აჩვენოს ევროპას და მთელ მსოფლიოს ჩვენი უძველესი კულტურა, ჩვენი საგალობლები, ჩვენი სიმღერა, ჩვენი წარსული, ფასეულობა. ღმერთმა დალოცოს ყოველი ადამიანი, რომელიც შრომობდა ამ ბედნიერი დღისათვის

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია II ასოცირების ხელშეკრულების შესახებ

კომენტარები