პრემიები საკრებულოში

ენმ-ის დეპუტატები საკრებულოში პრემიების გაცემის პროცესს ემიჯნებიან

primetimenews.ge

არაფერი გაკეთებულა საკრებულოში ისეთი, რომ დეპუტატმა პრემიის სახით ოთხმაგი ხელფასი აიღოს - ამის შესახებ საკრებულოში ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარმა დეპუტატმა შოთა ქურდაძემ განაცხადა.

ქურდაძემ და ნაციონალური მოძრაობის კიდევ ორი დეპუტატმა, მამუკა გუგეშაშვილმა და კახა ბროკიშვილმა, პრესკონფერენცია გამართეს, სადაც საკრებულოში პრემიების გაცემის პროცესს გაემიჯნენ.

როგორც პრესკონფერენციაზე სანზონის მაჟორიტარმა მამუკა გუგეშაშვილმა განაცხადა, საკრებულოში ყოფნის პერიოდში პრემია მას არასდროს მიუღია, არ უსარგებლია სამსახურებრივი მანქანით, არ ყოფილა მივლინებებში და ქველმოქმედებასაც საკუთარი სახსრებით აკეთებდა.

კახა ბროკიშვილის თქმით კი, საკრებულოში კიდევ არის 15-20 დეპუტატი, რომელთაც ასევე არასოდეს პრემია არ მიუღიათ. შოთა ქურდაძის თქმით კი, არანაირი საჭიროება არ იყო, საკრებულოს დამატებითი ხარჯები გაეღო და პრემიები დაერიგებინა, მით უმეტეს იმ ფონზე, რომ პრემიების ღირსი საქმე საკრებულოში, ბოლო ხანებში არ გაკეთებულა. 

კომენტარები