უმცირესობისა და უმრავლესობის შეფასება არჩევნებზე

ნაციონალურ მოძრაობაში ამბობენ, რომ გუშინ გამართული თვითმმართველობის არჩევნები 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის, ასევე 2012 წლის საპარლამენტო და 2013 წლის საპერზიდენტო არჩევნებთან შედარებით უკან გადადგმული ნაბიჯია.

ირმა ნადირაშვილის თქმით,  წინასაარჩევნო პერიოდი დევნისა და ფიზიკური ძალადობის თანხლებით მიმდინარეობდა, რაც კოალიცია ქართულმა ოცნებამ საარჩევნო ოლქებში ხმების გაყალბებით დაასრულა. მისი თქმით, გაყალბების მიუხედავად ნაციონალური მოძრაობა თბილისსა და რეგიონებში მეორე ტურისთვის იბრძოლებს. 

მმართველი გუნდის წევრები 15 ივნისსს ჩატარებულ თვითმმართველობის არჩევნებს დემოკრატიულს უწოდებენ და ამბობენ, რომ მეორე ტური პრობლემას არ წარმოადგენს. თუმცა, მათი თქმით, თბილისში მეორე ტური მაინც მოულოდნელი იყო. 

კომენტარები