ონიანის შტაბში მომხდარ ინციდენტზე გამოძიება ქონების დაზიანების ფაქტზე დაიწყო

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ვაზისუბნის მაჟორიტარობის კანდიდატის გიორგი ონიანის საარჩევნო შტაბში მომხდარ ინციდენტზე სისხლის სამართლის საქმე 187-ე მუხლით აღიძრა, რაც სხვისი ქონების დაზიანებას გულისხმობს.

შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის ნინო გიორგობიანის განცხადებით, ჯერჯერობით, არ არის დადასტურებული, ესროლეს თუ არა შტაბს ცეცხლსასროლი იარაღიდან.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ინფორმაციით კი, ვაზისუბანში პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატის გიორგი ონიანის შტაბს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გოგა ხაჩიძე აღნიშნავს, რომ ონიანის საარჩევნო შტაბს, რომელიც პოლიციის შენობის წინ მდებარეობს, ორი ტყვია ესროლეს.

თავად გოგა ონიანის ინფორმაციით, ინციდენტის დროს, შტაბის თანამშრომლები აივანზე იმყოფებოდნენ.

"არ ვიცი, ვინ და რა კალიბრის იარაღიდან ისროლა. ჩვენ გვაქვს ორმაგი შუშა და ერთი შუშა გახვრიტა ტყვიამ, მეორე - არა. საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა“, - თქვა ონიანმა.

კომენტარები