გიგაური: უწყებათაშორის კომისიას უფრო ეფექტური მონიტორინგი უნდა გაეწია

transparency.ge

არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა ტაბულას გადაცემა ფოკუსში განაცხადა, რომ უწყებათასორის კომისიას უფრო ეფექტურად უნდა განეხორციელებინა მონიტორინგის პროცესი. მისი თქმით, ნების გამოვლენის შემთხვევაში, ძალადობრივი ფაქტების გამოძიება შესაძლებელი იყო.

"ერთი მხრივ ძალიან ბევრი, მნიშვნელოვანი რეკომენდაცია გამოსცა უწყებათაშორისმა კომისიამ, მაგრამ სამწუხარო არის ის, რომ მათ არ აქვთ საშუალება იმის, რომ რამდენად ხდება ამ რეკომენდაციების იმპლემენტაცია, ეს არის ძალიან დიდი პრობლემა და ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებით გარკვეული ცვლილებების უნდა შევიდეს კანონმდებლობაში, იმიტომ რომ ერთია, როცა რაღაცას ამბობ, რომ რაღაც გამოძიება უნდა ჩატარდეს და მეორეა როგორ ტარდება ეს გამოძიება.

საერთო ჯამში, როგორც ინსტიტუციას, უწყებათაშორის კომისიას უფრო ეფექტურად უნდა განეხორციელებინა მონიტორინგის პროცესი, რაც თავისთავად მათ დებულებაში არ წერია, მაგრამ ვფიქრობ რომ რომც არ ეწეროს მაინც უნდა გაეკეთებინათ, რადგან ცალსახად იქ არიან მინისტრის მოადგილეები, რომლებსაც პირდაპირი ვალდებულება აქვთ, რომ მაგალითად საგამოძიებო მოქმედებები დაიწყონ. თუკი ფაქტების გამოძიებაზე ვამბობთ, ცალსახად ასეა, რომ ნება არ იყო. თუკი მართლა გინდა, რომ მართლა დაადგინო სიმართლე, ამის რესურსები საგამოძიებო ორგანოებში არსებობს" - აცხადებს გიგაური.

კომენტარები