მეწყერი დარიალის ხეობაში

შსს: მაშველებმა გვირაბში მოყოლილი 15–მდე ადამიანი გამოიყვანეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მაშველებმა დარიალის ხეობაში მეწყერის შედეგად გვირაბში მოყოლილი 15–მდე ადამიანი გამოიყვანეს. ადგილზე სამუშაოები გრძელდება.

ამასთან, გავრცელებული ინფორმაცია სამი თურქი მუშის დაღუპვის შესახებ, ოფიციალურად არ დასტურდება.

დარიალის ხეობაში მეწყერის ჩამოწოლასთან დაკავშირებით, პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით, საგანგებო შტაბი შეიქმნა. მთავრობის ადმინისტრაციის კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის წარმომადგენლის ლევან ღირსიაშვილის თქმით, უახლოეს საათებში დარიალის ხეობაში თავად პრემიერმინისტრი ჩავა და ვითარებას ადგილზე გაეცნობა.

კომენტარები