NDI-ის კვლევა

NDI: ირაკლი ალასანია 67%-ს მოსწონს, ირაკლი ღარიბაშვილი 64%-ს

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ჩატარებული კვლევის მიხედვით, პატრიარქის შემდეგ, ყველაზე მეტად თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია მოსწონთ (67%). მას მოჰყვება საქართველოს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი - მისდამი კეთილგანწყობილი NDI-ს გამოკითხულთა 64%-ია.

აღსანიშნავია, რომ 2013 წლის ნოემბერში ირაკლი ალასანია 5%-ით მეტს, NDI-ის გამოკითხულთა 72%-ს მოსწონდა, ხოლო ირაკლი ღარიბაშვილი 7%-ით მეტს - 71%-ს.

NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 26 მარტიდან 18 აპრილის პერიოდში ჩატარდა, საქართველოს მასშტაბით 3942 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.

NDI-ის კვლევებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (SIDA) აფინანსებს და CRRC საქართველო ატარებს.

კომენტარები