უკრაინა

ლუგანსკში შეიარაღებული დივერსიული ჯგუფი დააკავეს

უკრაინული ბლოკპოსტი უკრაინა-რუსეთის საზღვართან
AFP

უკრაინის უშიშროების სამსახურმა ქვეყნის აღმოსავლეთში, ლუგანსკის ოლქში, შეიარაღებული დივერსიული ჯგუფი დააკავა.

უწყების პრესსამსახურის ცნობით, სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია 15 ადამიანი. ამოღებულია 300 ავტომატი,  ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნი, ხუთი პისტოლეტი, ხელყუმბარები, დიდი ოდენობით გლუვლულიანი და ცივი იარაღი.

ძალოვნების ცნობით, დანაშაულებრივი ჯგუფი 10 აპრილს ლუგანსკის ოლქში იარაღის გამოყენებით ძალაუფლების ხელში აღებას გეგმავდა. დაკავებულთა მოქალაქეობას სამართალდამცველები არ აკონკრეტებენ.  

კომენტარები