რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა

კონგრესმენი როჯერსი: სამხრეთ ოსეთში რუსეთს სამხედრო აღჭურვილობა შეაქვს

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის სადაზვერვო კომიტეტის თავმჯდომარე, მაიკ როჯერსი, აცხადებს, რომ, უკრაინის კრიზისის პარალელურად, რუსეთმა საქართველოს მიმართულებით სამხედრო ძალების გადაადგილება დაიწყო. საქართველოს გარშემო შექმნილი ვითარება როჯერსმა ტელეკომპანია ფოქს ნიუსის ეთერში უკრაინის კრიზისზე საუბრისას ახსენა და გამოთქვა ვარაუდი, რომ, შესაძლოა, რუსეთს საქართველოს გავლით სომხეთსა და ირანთან სახმელეთო კავშირის დამყარება სურს.

"გვაქვს ორი საკითხი, უკრაინისა და საქართველოს, რომელიც ერთდროულად ვითარდება. სამხრეთ ოსეთში რუსეთს თანამედროვე აღჭურვილობა შეაქვს, ამის მიზეზი მათ არ გააჩნიათ. საქართველოს სამხედრო ძალები მათთვის რეალურ საფრთხეს არ წარმოადგენს. მინდა სამხრეთის მიმართულებას შევხედოთ. არსებობს რეალური საფრთხე. მაინტერესებს რატომ მიმდინარეობს აღჭურვილობის გადატანა საქართველოში, სამხრეთ ოსეთში, რომელსაც არანაირი აზრი არ გააჩნია, გარდა იმისა, რომ მათ შესაძლოა იმედი აქვთ, რომ ჯავშანტექნიკის კოლონებით, საქართელოს გავლით, სომხეთს მიაღწევენ და ირანში სახმელეთო გზას გაჭრიან" - მოსაზრება გამოთქვა როჯერსმა. 

კომენტარები