უჩა მამაცაშვილის საქმიანობა

ივანიშვილი: უჩა მამაცაშვილმა სახელმწიფოსთვის წილების დასაბრუნებლად იმუშავა

საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის ბიძინა ივანიშვილის თქმით, მის დეიდაშვილს, უჩა მამაცაშვილს ლომის წვლილი მიუძღვს იმაში, რომ დღეს სახელმწიფოს ხმარდება ის, რასაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ინაწილებდნენ. როგორც ივანიშვილი ამბობს, უჩა მამაცაშვილი თანაინვესტირების ფონდის ერთ-ერთი ხელმძღვანელია.

ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ივანიშვილმა თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას განცხადების შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა. როგორც უგულავა აღნიშნავდა, უჩა მამაცაშვილი ბიზნესთან ურთიერთობებს „ალაგებს“ და საარჩევნოდ კახა კალაძესთან ერთად ფულს აგროვებს.

ივანიშვილის შეფასებით, ყველა თავისი სამრეკლოდან იყურება და თავისი ხელწერით საუბრობს.

 „საზოგადოებას პატიოსან სიტყვას ვაძლევ, რომ ის, რასაც ადრე  "ნაცები“ ინაწილებდნენ, დღეს ყველაფერი სახელმწიფოს ხმარდება და უჩას ამაში ლომის წვლილი აქვს. სატრანზიტო თანხები მათ რიცხვში კეზერაშვილს მიჰქონდა და ამაში შეიძლება უგულავა და სხვებიც მონაწილეობდნენ... თითოეული „კაპეიკი,“ რაც ამ გზით მიდიოდა და ბიზნესს აყაჩაღებდნენ... ახლა რკინიგზას თავისი წილი ხვდება, სადღაც ფორმები ვერ დავხვეწეთ და ისიც მთავრობას და სოფლის მეურნეობაში მიდის, - აღნიშნავს ივანიშვილი და განაგრძობს, -  მხედველობაში მაქვს ის, რაც სახელმწიფოს ეკუთვნოდა, სხვა ბიზნესზე ღმერთმა დაგვიფაროს, უჩა, ან ვინმე, როგორ გაბედავს, რომ სხვა ბიზნესში წილებში ჩაჯდეს. უჩამ მათ რიცხვში ბევრი იმუშავა. ახლაც ბაქოში იყო ჩასული. ტრანზიტის პრობლემა არსებობს, საქართველო სატრანზიტო ქვეყანაა და ეს ბიზნესი მაქსიმალურად უნდა აღვადგინოთ. ის, რაც  ამ ნიშნით სხელმწიფოს ეკუთვნის, დიდი ხანია, ჩემი პრემიერობის დროს სახელმწიფოზე გადანაწილდა. მათ მშვენივრად იციან, სად რა ფული კეთდებოდა, იმ ფულს გაყვნენ და ნახონ, სახელმწიფოში თუ არ მიდის. ის, რომ სხვა ბიზნესს უჩა აყაჩაღებს, ამას, პრინციპში პასუხს არ გავცემ. ეს არის ის, რომ ფონს გასვლა ისევ სიცრუით უნდათ.“

კომენტარები