სოჭის 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადა

სესიაშვილი: ღრუბლებით დაფარული რუკის ჩვენებით რუსეთმა სირცხვილი აღიარა

ის, რაც სოჭის ოლიმპიადის გახსნაზე გააკეთა რუსეთმა, ღრუბლები რომ დაახატა საქართველოს რუკას, ეს იყო რუსეთის მხრიდან სირცხვილის დემონსტრირება. ვერ გაბედა, რომ ჩვენი მიწები ჩამოეჭრა და ეს ოფიციალურად ეჩვენებინა. ვერც ის გაბედა, რომ მთლიანად ეჩვენებინა. რას ნიშნავდა ეს - კი-ს  და არა-ს ერთად? ეს ნიშნავდა სირცხვილს. რუსეთს თავად რცხვენია ამის ჩვენება, რადგანაც ძალიან კარგად ხვდება, რომ საერთაშორისო სამართლის ნორმებს არღვევს. მე პირადად ამ ფორმით უფრო მომეწონა ჩვენება, რადგან ამით რუსეთმა სირცხვილი აღიარა

განაცხადა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა რეპორტიორის პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე. სოჭში, ქართველი ოლიმპიელების გამოსვლისას, მონიტორზე გამოჩნდა საქართველოს რუკა, რომელზეც, ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ტერიტორია ნისლის მსგავსი თეთრი გამოსახულებით იყო დაფარული.

კომენტარები