სოჭის 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადა

ასანიძე: ჩავიდოდი სოჭში, გახსნას დავესწრებოდი და დავტოვებდი ოლიმპიადას

მე ვარ დღეს ნაკრების მწვრთნელი და ჩემი მიზანია, ოლიმპიურ თამაშებზე  მოვამზადო გუნდი, რომელიც ასახელებს ჩემს ქვეყანას. ძალიან მძიმე კითხვაა და მე რას ვიზამდი, იმას ვიტყვი, მე რომ ვყოფილიყავი დელეგაციის ხელმძღვანელი, რას გავაკეთებდი: ჩავიდოდი, გახსნას დავესწრებოდი და დავტოვებდი ოლიმპიურ თამაშებს პროტესტის ნიშნად.

განაცხადა ოლიმპიურმა ჩემპიონმა გიორგი ასანიძემ ტელეკომპანია იმედის ეთერში, გადაცემა რეაქციაში. მას ინგა გრიგოლიამ ჰკითხა, უნდა წასულიყო თუ არა ქართული სპორტული დელეგაცია სოჭის ოლიმპიადაზე.

კომენტარები