პარიზის გრანდ სლემი ძიუდოში

ავთანდილ ჭრიკიშვილი პარიზის გრანდ სლემის გამარჯვებული გახდა

Avtandil Tchrikishvili at the World Judo Championship in Brazil. August 2013.
AFP

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრებმა პარიზის გრანდ სლემზე ასპარეზობა 1 ოქროს და 2 ვერცხლის მედლით დაასრულეს.

ვერცხლის მედლები 60 და 90კგ წონით კატეგორიებში ამირან პაპინაშვილმა და ვარლამ ლიპარტელიანმა მოიპოვეს, ოქრო კი, 81კგ წონით კატეგორიაში 2013 წლის საუკეთესო ქართველმა სპორტსმენმა, ავთანდილ ჭრიკიშვილმა მოიპოვა.

 საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები გრანდ სლემზე 9 სპორტსმენით იყო წარმოდგენილი და გუნდურ ჩათვლაში 68 ქვეყანას შორის მე-2 ადგილი დაიკავა.

კომენტარები