ფოტოზე აღბეჭდილი ადამიანები იმყოფებიან რუსეთის ქალაქ სიკტივკარში. ისინი რუსეთში მოქმედ ჰომოფობიურ კანონს აპროტესტებენ ტრანსპარანტებით "ჩვენ ადამიანები ვართ და არა - პროპაგანდა!" მას შემდეგ, რაც რუსეთში ძალაში შევიდა კანონი "გეი პროპაგანდის აკრძალვის შესახებ", ხელისუფლებამ აქტიურად დაიწყო მისი გამოყენება მოქალაქეების წინააღმდეგ. lenta.ru-ს ინფორმაციით, ხელისუფლება არა მხოლოდ LGBT აქტივისტებს, არამედ სხვა მოქალაქეებსაც დევნის. 2014 წლის იანვარში გამოძიება დაიწყეს გაერთიანება Дети-404-ის დამფუძნებლის წინააღმდეგ. აღნიშნულ ორგანიზაციაში თინეიჯერი გეები ფსიქოლოგიურ დახმარებას იღებენ. გარდა ამისა, ხაბაროვსკში დააჯარიმეს ჟურნალისტი, რომელმაც სტატია მოამზადა სკოლიდან ორიენტაციის გამო გაგდებულ მასწავლებელზე. გამოცემის ცნობით, ბრიანსკის ოლქში მეათეკლასელი გოგო აიყვანეს აღრიცხვაზე იმის გამო, რომ თავისი ლესბოსელობის შესახებ განაცხადა.
tbl.ge/tal
დაკოპირდა
ამავე თემაზე
- კალიფორნიაში დააკავეს მამაკაცი, რომელიც გეი-აღლუმზე თავდასხმას გეგმავდა
- პატრიარქი: ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონება დიდი შეცდომაა
- ვოლსკი: ეს სექსუალური უმცირესობების დროშაა. ხელში არ უნდა მეჭიროს
- ჯაფარიძე: რა სექსუალური უმცირესობები, სირცხვილია
- ომბუდსმენი: ლგბტ პირები სამართალდამცავებს ჰომოფობიის შიშით არ მიმართავენ