თბილისში, დოლიძის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცი სიმამრმა მოკლა, ამ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. შემთხვევის ადგილას კრიმინალისტები მუშაობენ.
"გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა 29 იანვარს თბილისში, დოლიძის ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკებისას, ყოფილ სიძეს – კარლო სულავას დანით გულმკერდის და ფეხის არეში სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. დაჭრილი სულავა შემთხვევის ადგილზე გარდაცვალა," - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სამართალდამცავებმა 1944 წელს დაბადებული ზარი ბ. ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ - საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებულმა 29 იანვარს თბილისში, დოლიძის ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკებისას, ყოფილ სიძეს – კარლო სულავას დანით გულმკერდის და ფეხის არეში სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. დაჭრილი სულავა შემთხვევის ადგილზე გარდაცვალა.





