NBA-ს ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, საქართველოს ნაკრების ფორვარდი თორნიკე შენგელია, ოფიციალურად ჩაირიცხა ჩიკაგო ბულზის რიგებში.
შენგელია დრაფტზე ფილადელფია 76-იანებმა მეორე რაუნდში, 54-ე ნომრად აირჩია, შემდეგ კი ბრუკლინ ნეტსს დაუთმო.
ბრუკლინელებმა ქართველი კალათბურთელის სანაცვლოდ, გამთამაშებელი მარკიზ ტიგი მიიღეს.
თორნიკე შენგელია საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში 23-ე ნომრით თამაშობს, მაგრამ იქედან გამომდინარე, რომ ბულზში ამ ნომრიან მაისურას ვერავინ მიიღებს (მაიკლ ჯორდანის პატივსაცემად), ქართველს 7 ნომერი ერგო.