თბილისის ზოოპარკი

თბილისის ზოოპარკში ზებრა დაიბადა

ზებრები თბილისის ზოოპარკში
facebook.com/TbilisiZoo

თბილისის ზოოპარკში ბურჩელის ზებრა დაიბადა. ზოოპარკის ადმინისტრაციის ცნობით, პატარა და დედა თავს კარგად გრძნობენ, მთელი დღე გარეთ არიან და დამთვალიერებლებს მათი ნახვა დღის განმავლობაში, ნებისმიერ დროს შეუძლიათ. დედა ზოოპარკის თანამშრომლებს ჯერ ახლოს არ უშვებს და, შესაბამისად, პატარა ზებრას სქესი უცნობია.

"დაბადებიდანვე ძლიერები არიან. თავიდანვე მათ გამოკვეთილი ხაზები არ გააჩნიათ, აბურძგნული პრიალა და მოყავისფრო ბეწვი აქვთ. დაახლოებით 10 წუთში ფეხზე დგებიან, ერთ კვირაში დედას უკან მიჰყვებიან და ბალახს ჭამენ. თუმცა 16 თვემდე რძესაც მიირთმევენ. ზებრა აფრიკის მშვენებაა, ბურჩელის ზებრები (Equus burchellii) ადვილი გასარჩევები არიან ზებრის სხვა სახეობებისგან, მათი შავი ხაზები უფრო ფართოა. ზებრებს შორის ყველაზე უკეთეს მდგომარეობაში სწორედ ბურჩელის ზებრის პოპულაციაა, აფრიკის მოსახლეობის ზრდამ და ცხოველებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის ბალახოვანი მინდვრებისა და სავანას განადგურებამ, შეიძლება კრიტიკულ მდგომარეობამდე მიიყვანოს ეს სახეობა", - წერს ზოოპარკის ადმინისტრაცია ფეისბუქზე.

კომენტარები