დაჭრა

დოლიძის ქუჩაზე 19 წლის ახალგაზრდა დაჭრეს

დოლიძის ქუჩაზე 19 წლის ახალგაზრდას ცეცხლსასროლი იარაღიდან ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ესროლეს. დაზარალებულს ჭრილობა ფეხის არეში აქვს მიყენებული.

როგორც პირველ რადიოს შს სამინისტრომ განუცხადა, 22 საათზე მომხდარ შემთხვევაზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე, განზრახ მსუბუქად დაზიანების მუხლით, აღიძრა.



კომენტარები