სასჯელარსრულების სამინისტრო

პატიმრის გარდაცვალების მიზეზი სავარაუდოდ ექიმის შეცდომაა

timer.ge

ქსნის #19 დაწესებულებაში, პატიმრის გარდაცვალების მიზეზად სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო ექიმის შეცდომას ასახელებს და განცხადებას ავრცელებს. გარდაცვლილია 1983 წელს დაბადებული მსჯავრდებული. მომხდარის შესწავლას სასჯელაღსრულების სამინისტროს გენერალური ინსპექცია და სამედიცინო დეპარტამენტის რეგულირების სამმართველო ერთობლივად განახორციელებენ. 

 "პაციენტი დაავადებული იყო ტუბერკულოზით და აივ/შიდსით. 2013 წლის 27 დეკემბრიდან მას ანტიტუბერკულოზური მკურნალობა უტარდებოდა. შესაძლო შედეგების შესახებ ექიმების მიერ არაერთგზის ინფორმირების მიუხედავად, პაციენტს წერილობითი უარი ჰქონდა გაცხადებული აივ/შიდსი-ს საწინააღმდეგო ანტირეტროვირუსულ მკურნალობაზე. წინასწარი მონაცემებით, პაციენტს 31 დეკემბერს აღენიშნებოდა ტკივილი მუცლის არეში, ჭიპის გარშემო. ქირურგმა კონსულტაციის შედეგად გამორიცხა ქირურგიული შემთხვევა და სიმპტომურად დაუნიშნა მედიკამენტური მკურნალობა. შემდგომი ორი დღის განმავლობაში, ექიმების ინფორმაციით, კლინიკური სურათი არ შეცვლილა, თუმცა პაციენტი რაიმე სპეციალიზებული ჩარევის გარეშე გარდაიცვალა, მიუხედავად იმისა, რომ ჩარევის საჭიროება აშკარად იკვეთებოდა. სასწრაფო სამედიცინო სამსახური, ან კატასტროფის მედიცინის ბრიგადა გამოძახებული არ ყოფილა; სავარაუდოდ სახეზეა ექიმის შეცდომა", - ნათქვამია განცხადებაში. 

კომენტარები